ბათუმი ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურს უმასპინძლებს

06 მაისი 2022, 14:29 1393 ნახვა

ფრენბურთში საქართველოს 2021-2022 წლების ქალთა  ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ტური, 28 და 29 მაისს ბათუმში ჩატარდება, - ინფორმაციას საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ნახევარფინალში გასული 4 გუნდი ჩემპიონობისთვის ბათუმში პირველად იბრძოლებს.

28 მაისი - "ჯიკო" - ევროპის უნივერსიტეტი "თბილისი" - "ბათუმი".

ბათუმის ქალთა ფრენბურთის კლუბმა რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა. 

კაცების ფინალურ ტურში კი ცაგერი უმასპინძლებს.

15 მაისი  - "ცაგერი" - "ყვარელი"
ს.ტ.უ - "ქუთაისი".

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი