პიროტექნიკით დაშავებულები

01 იანვარი 2017, 00:00 2020 ნახვა

ახალ წელს აქტუალურია პიროტექნიკის გამოყენება, რასაც ზოგ შემთხვევაში დაზიანებები მოყვება. სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებას უსაფრთხოდ წელსაც არ ჩაუვლია, თუმცა პირველადი მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით ამ დროისთვის დაზიანებულთა რიცხვი ნაკლებია. ღამით პიროტექნიკით რამდენიმე ადამიანი დაზიანდა. სამედიცინო დაწესებულებებს აჭარაში  20-მა პაციენტმა მიმართა. მათ ძირითადად დაზიანებები   კიდურებისა და  თვალის არეში აღენიშნებათ. მედიკოსების ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი