ხულოში გათოვდა

05 მაისი 2022, 14:25 3564 ნახვა

ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვს. ადგილობრივების ინფორმაციით ნალექმა პრობლემები შეუქმნა უკვე აყვავებულ ხეხილს. მოსახლეობა ამბობს, რომ გასულ წელსაც მსგავსი კლიმატური პირობები იყო და  კაკლის მოსავალი განადგურდა.

ასევე მთავარ პრობლემად სოფლებში პირუტყვის საკვები სახელდება, მარაგი  ფერმერების ნაწილს უკვე ამოწურული ჰქონდა. 

რაც შეეხება ნარგავებს, ამ მხრივ შეფერხებები არ არის, ვინაიდან მაღალი ზონის სოფლებში ხვნა - თესვა ჯერ არ დაწყებულა, რადგანაც ზამთრის თოვლი  ახლახანს დადნა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში