დეპუტატების უარი მიხეილ სააკაშვილს. მესამე პრეზიდენტმა მიმართვაზე, რომლითაც ის უმრავლესობის დეპუტატებს მონახულებას სთხოვდა - უარი მიიღო.
დეპუტატების განმარტებით მიხეილ სააკაშვილს უტარდება კვალიფიციური ექიმებისგან მკურნალობა, მისი ნახვის საჭიროება კი არ დგას.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ''ქართული ოცნების'' გუნდს აქვს გარკვეული შიში, რომლის გადალახვაშიც კოლეგებს დახმარებას სთავაზობენ.