სექტემბერში ბათუმი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

04 მაისი 2022, 14:25 1015 ნახვა

საბერძნეთში გამართული ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში ქართველი მოზარდების სრული ტრიუმფით დასრულდა.  13 წლამდე ასაკის ასპარეზობაზე სამივე საპრიზო ადგილი ქართველმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს.

ჩემპიონობა ორი ტურით ადრე მოიპოვა ქუთაისელმა ანასტასია კირთაძემ. მეორე ადგილზე ექვსნახევარი  ქულით ბათუმელი მარიამ ცეცხლაძე გავიდა. მესამე საპრიზო ადგილი ექვსი ქულით ასევე ბათუმელმა კესარია მგელაძემ დაისაკუთრა.  

წარმატებულ მოჭადრაკეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს.

ცნობილი გახდა რომ სექტემბერში ბათუმი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი