საქართველო-იტალიის სარაგბო მატჩის მასპინძელი ქალაქი ცნობილია - რაგბი ტივის ინფორმაციით, 10 ივლისს გასამართ შეხვედრას ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.
იტალიელებს "ექვს ერში" ყველაზე სუსტი ნაკრები ჰყავთ და საქართველოს ნაკრების მათთან პლეი-ოფის შესაძლო თამაშზე, რომლითაც პრესტიჟული ტურნირის მე-6 მონაწილე უნდა გაარკვიოს, ხშირად იწერება.
"ბორჯღალოსნებისა" და იტალიის ტესტ-მატჩს ახალზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი იმსაჯებს.