ჩოგბურთში მადრიდის მასტერსის მორიგი დღის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, 30 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მეთექვსმეტედფინალში მეშვიდე ნომრად განთესილ მასპინძელს, 18 წლის კარლოს ალკარასს შეხვდა და ორ სეტში 3:6, 5:7 დამარცხდა.
ნიკა მადრიდის ტურნირს დაემშვიდობა და ახლა ის 8 მაისიდან რომის მასტერსზე გადაინაცვლებს, სადაც ასევე ძირითად ბადეში იქნება.