საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა და შეფასებები

03 მაისი 2022, 19:54 1128 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა "ნაციონალური მოძრაობის" და ექსპრეზიდენტის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ მიზნის მისაღწევად, მათ შორის საპარლამენტო ფორმატს, არ გამორიცხავენ არც აქციებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ ისევ დღის წესრიგში აქვს, საგამოძიებო კომისიის შექმნა, ექსპრეზეიდენტის საქმეზე, რომელსაც 50 ხმა სჭირდება,  რომლის რესურსიც მხოლოდ ოპოზიციასაც აქვს, თუმცა კომისიის დასკვნის დამტკიცებაში მათ უკვე უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდებათ, რადგან კენჭისყრაზე საკითხმა მინიმუმ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გახარიას პარტიას მიმართა, თუმცა ყოფილი პრემიერის გუნდში არგუმენტებით ისაუბრეს, რომ პოლიტიკურ თამაშებში და კომისიის შექმნაში მონაწილეობასა არ მიიღებენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი