ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა ბათუმში

03 მაისი 2022, 18:11 1532 ნახვა

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. უნივერსიტეტისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. აჭარის  მთავრობის მიერ, ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრა 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. იფუნქციონირებს საერთაშორისო სასწავლო კურსები. საუნივერსიტეტო კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობაში კი 10 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. პროექტს სკოლა „პროგრესი“ კომპანია „ანაგთან“ ერთად ახორციელებს. სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი