გია ვოლსკი: ინფორმაცია რუსულ ტანკერზე პროვოკაციულ მიზანს ატარებს

03 მაისი 2022, 18:01 1346 ნახვა

თითქოს ბათუმის პორტში მომსახურებას უწევენ რუსულ სანქცირებულ გემებს და ეხმარებიან მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში, სიცრუეს უწოდებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, გუშინ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, სახელწოდებით: SVL Pride , ტრანზიტული ტვირთი - 5000 ტონა დიზელი განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გადმოტვირთვის ოპერაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ნორმების დაცვით.  განცხადებაში განმარტებულია, რომ ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების,  სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ. შესაბამისად, ტანკერისათვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში