შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი ”ჰეროინი” ამოიღო - დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე.
უწყების ცნობით, მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.
''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.