ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე გამოვა

01 მაისი 2022, 10:05 673 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე გამოვა. ქართველის მეტოქე იტალიელი ფაბიო ფონინი იქნება, რომელიც მსოფლიოს 50-ე ჩოგანია. მათი დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, წარსულში მათ მხოლოდ ერთხელ ითამაშეს და ფონინიმ ბასილაშვილი ორ სეტში დაამარცხა.

ფონინის დამარცხების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი  კარლოს ალკარასს შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში