„დიდხანს სიცოცხლე ყველას“- ამ სლოგანით ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. მიზანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა იმუნიზაციის კუთხით. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას საფუძველი 1996 წელს ჩაეყარა. სახელმწიფო პროგრამით 0-18 წლის ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია 9 სახის ვაქცინის საშუალებით მიმდინარეობს, რომელიც 13 ინფექციისგან გვიცავს.