დახურულ სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დარჩეს სავალდებულო. ამის შესახებ ამირან გამყრელიძე საუბრობს, განმარტავს, რომ რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც. მისივე განცხადებით ქვეყნების ნაწილმა მეოთხე დოზით აცრა დაიწყო, განსაკუთრებთ კი ხანდაზმული მოსახლეობის. ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ ჩვენთანაც მიმდინარეობს მსჯელობა.