„უსაფრთხო გზა სკოლისაკენ“ - პროექტის ფარგლებში ბათუმის N14 საჯარო სკოლის ტერიტორია მოსწავლეებმა მოხატეს, დამონტაჟდა დროებითი ბარიერები და საგანგებო ნიშნები. ასევე მოეწყო საზოგადოებრივი სივრცე, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის.
პროექტის განხორციელებაში 80-მდე ბავშვი და მათი მშობლები იყვნენ ჩართულები. მე-14 საჯარო სკოლის მაგალითზე იგეგმება შესაბამისი სახელმძღვანელოს მომზადება.
გარდა ამისა, საპილოტე კვირის განმავლობაში განხორციელდება დამატებითი საზოგადოებრივი ღონისძიებები და აქტივობები. ბათუმის მერის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სასკოლო ზონის განვითრებაა.