ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით

29 აპრილი 2022, 10:07 631 ნახვა

დღეს სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა თავისი წილი კვოტა სრულად გამოიყენა და ბულგარულ ტატამზე საქართველოს ნაკრები ცხრა ფალავნით იასპარეზებს.

ეროვნულ გუნდს წარმომადგენელი ყველა წონაში ეყოლება. 60 და 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში კი ორ-ორი ძიუდოისტი გამოვა. 60-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და დებიუტანტი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ჯაბა პაპინაშვილი იჭიდავებენ, 100 კილოგრამში კი ილია სულამანიძე და ნაკრებში დაბრუნებული კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ასევე დაიცავენ ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი. სოფიაში ქალთა ტურნირში ორი მონაწილე გვეყოლება - ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი