სასამართლო 26 მაისის ქუჩის ტრაგედიაზე

28 აპრილი 2022, 20:01 1811 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოწმის სახით დაიკითხა   პირი, რომლმაც  გარე ლიფტის პროექტი შეადგინა, ასევე სასამართლომ მოუსმინა მოწმეს, რომელმაც ლიფტის მონტაჟამდე  შენობის მდგრადობა შეისწავლა.

ორივე მოწმე აცხადებდა, რომ შენობა იყო მდგრადი და დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა  ბინის ყოფილმა მეპატრონემაც, რომელმაც ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვს  გასულ წელს მიყიდა 26 მაისი ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველი სართულის ბინა, სადაც ბრალდებულები სარემონტო სამუშაოებს ტრაგედიამდე ასრულებდნენ.   მან აღწერა,  რა მდგომარეობაში იყო საცხოვრებელი ბინა, სანამ  ბუდაგოვს მიყიდდა.

დღეს პროკურორმა სხდომაზე  ფოტოები გაასაჯაროვა, სადაც მისი  განცხადებით,  ბინის შიდა პერიმეტრი გადაღებულია სარემონტო სამუშაოების დროს და ჩანს, რომ გამოღებულია მზიდი კედლები.

დაცვის  მხარე  არ ეთანხმება  ბრალდების მხარი პოზიციას და აცხადებს, რომ ბევრმა ფატქორმა განაპირობა შენობის ჩამონგრევა, მათ შორის ლიფტის  პროექტთან შეუსაბამო მონტაჟმა.

ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ   ბრალდებულებს შენობის ჩამონგრევამდე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით  მითითებებს  საქმის მწარმოებელი   აძლევდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში