როგორ მიმდინარეობს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების რეალიზაციის პროცესი?

28 აპრილი 2022, 15:07 1401 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში იმყოფებოდა.

პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდნენ, რამდენად  მაღალია მოქალაქეების მოთხოვნა თურქეთიდან იმპროტირებულ მედიკამენტებზე, ასევე, როგორ დაინერგა პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა. 

თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 17 იანვარს გაიხსნა, რის შედეგადაც ქვეყანაში  250-მდე დასახელების, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები 60-70-80%-მდე ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი.

თურქეთიდან იმპორტირებული იაფი წამლების შეძენა, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა  დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი