დინამო ბათუმის 29 წლის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი გამუდმებული ტრავმებია.
მაგალითისთვის, ჯერ მხოლოდ 2011-2018 წლებში, ფეხბურთელს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის მიზეზით 845 დღე გაუცდა. ამ ეტაპზე ანანიძე დინამო ბათუმის ფეხბურთელია და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გუნდის მაისური 5 მატჩში მოირგო, ჯამურად კი 80 წუთი ითამაშა.
ნახევარმცველს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აკავშირებს. სხვადასხვა დროს ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 12 წელი, როსტოვში, კრილია სოვეტოვსა და ანორთოსისში თამაშობდა, შემდეგ იყო დინამო თბილისი და დინამო ბათუმი, რომლის რიგებშიც ამ დრომდე ასპარეზობს.
ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, აქედან, 5 მატჩი შეცვლაზე, 6 გოლი გაიტანა, მათ შორის, 3 პენალტით და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.