რატომ იყენებს გიორგი ბარამიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმას და ახსენებს დავით არახამიას და უკრაინის ადმინისტრაციას. მის პოზიციას პარტია ემიჯნება, თუმცა პარალელურად ხელისუფების მხრიდან მოსმენების არსებობაზე საუბრობენ. სწორედ ეს თქვა თავად ბარამიძემ, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, მან ხმოვანი შეტყობინება პარტიულ ჩატში ჩააგდო, თუმცა პრობლემა არა საუბრის შინაარსი, არამედ ისაა, რომ უსმენენ. „ქართული ოცნება“ კი ოპოზიციურ პარტიას ომის პარტიას უწოდებს.