„საქართველოში მედია კვლავ პოლარიზებულია“-,,ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ“ არჩევნების შემდგომი პერიოდის კვლევა გაასაჯაროვა.
ანგარიში მოიცავს 22 მედიასაშუალებას მათ შორის ექვს ტელევიზიას, ცხრა ონლაინ გამოცემასა და შვიდ გაზეთს. კვლევის მიხედვით, ქართულ მედიაში კვლავ პოლიტიკური მოვლენები დომინირებს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს ნაკლები ყურადღება ექცევა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ქართული მედიის ყურადღებამ ძირითადად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გადაინაცვლა. კვლევის მიხედვით, ტელევიზიების უმეტესობა ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციასა თუ შეფასებას აძლევდა, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
კვლევის ავტორების აზრით, სარედაქციო პოლიტიკის განსხვავებები ციფრულ მედიაშიც გამოვლინდა, რომელიც მანამდე პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და საკმაოდ დაბალანსებული გაშუქებით გამოირჩეოდა- ნათქვამია დოკუმენტში.