ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული მოზარდის, დათა შომახიას ნახატების გამოფენა გაიმართება.
დამთვალიერებლებს ნახატების ნახვა 26-29 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.
გამოფენის დახურვას დათა შომახიას მამა, გია შომახია და დათას ხელოვნების პედაგოგი ლია კასპელაშვილიც დაესწრებიან.
კატალოგის - „დათას ფერადი სამყარო“ შეძენით შემოსული თანხა ქუთაისში მცხოვრები უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახის დახმარებას მოხმარდება, ახალაგაზრდა დედა 10 თვის შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.