ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის ''დინამოს'' 8 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

27 აპრილი 2022, 12:28 1393 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 2022–23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამოს'' რამდენიმე სავარაუდო მეტოქე უკვე ცნობილია.

ბათუმელებს უეფას რეიტინგში 3.250 კოეფიციენტი აქვთ და განუთესავი გუნდების კალათაში მოხვდნენ.

ამ დროისთვის ბათუმის''დინამოს''  8 სავარაუდო მეტოქე არის ცნობილი. 

სავარაუდო მეტოქეებია:

  • შვედეთის  ''მალმიო'';
  • ბულგარეთის ''ლუდოგორეცი'';
  • ნორვეგიის ''ბოდო გლიმტი'';
  • უნგრეთის ''ფერენცვაროში'';
  • სლოვაკეთის ''სლოვანი'';
  • ფინეთის ''ჰიკი'';
  • უელსის ''ნიუ საინტსი'';
  • ლიეტუვას ''ჟალგირისი'' და სიას დაემატება საბერძნეთის ჩემპიონი. 

14 კლუბის სტატუსი კი უახლოეს პერიოდში გაირკვევა და ბათუმელების სავარაუდო მეტოქეების რიცხვი საერთო ჯამში 17-მდე გაიზრდება.

ჩემპიონათა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 14 ივნისს გაიმართება. პირველი ეტაპის შეხვედრები კი 5-6 ივლისს და 12-13 ივლისს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში