წყალბურთელები მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ

27 აპრილი 2022, 10:17 834 ნახვა

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. წილისყრის თანახმად, ქართველი წყალბურთელები ა ჯგუფში მოხვდნენ და თამაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან, მონტენეგროსთანა და სლოვაკეთთან მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს.

ამჯერად, ტურნირს 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიის ქალაქი სპლიტი, კერძოდ კი, სპალადიუმ არენა უმასპინძლებს, რომელიც 10 ათასამდე მაყურებელს იტევს.

მომავალ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება თავიდანვე განაღდებული ჰქონდათ მასპინძელ ხორვატიასა და წინა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 7 ნაკრებს: საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, მონტენეგროს, რუსეთს, სერბეთსა და ესპანეთს.

მოგვიანებით, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსეთი სლოვენიამ ჩაანაცვლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი