ვიდრე ჩანაწერების ავთენტურობა არ დადგინდება, ევროკავშირის ელჩი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, და მისივე თქმით, სპეკულაციებს მოერიდება. თუმცა ამის გარდა კარლ ჰარცელმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, პოლარიზებულ გარემოზე. ამ წუთებში ევროკავშირის ელჩი საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადთან დაკავშირებით სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს ხვდება.