ევროპის ახალგაზრდული თასი ძიუდოში, რომელსაც პოლონეთის ქალაქმა პოზნანმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ირაკლი ცირეკიძის შეგირდებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ევროპის თასის სასტარტო დღეს ალეკო კასრაძემ მოიპოვა ოქროს მედალი, კოტე კაპანაძემ – ვერცხლი, თორნიკე მაზიაშვილმა კი ბრინჯაო. იშვიათი შემთხვევა იყო მძიმე წონით კატეგორიაში, სადაც ოთხივე ნახევარფინალისტი ქართველი იყო და მათ კვარცხლბეკიც სრულად დააკომპლექტეს.
საბოლოოდ, ჩემპიონი ირაკლი დემეტრაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში უჩა ტაბატაძე დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ტაბატაძემ და შალვა გურეშიძემ მოიპოვეს. ასევე ქართული ფინალი იყო 81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიაში, რომელშიც ალექსანდრე ლოლაძემ ალექსანდრე გულბიანს აჯობა.
90 კილოგრამში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს აკაკი ჯაფარიძემა და თორნიკე ფოლადიშვილმა, 100 კილომდე წონითი კატეგორიის ჩემპიონი კი მიხეილ ჯაფარიძე გახდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ერეკლე ბაზიერიშვილი.