დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

12 მაისი 2016, 00:00 4045 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა. ერთმანეთს დეპუტატები ჩიორა თაქთაქიშვილი და  ეკა ბესელია დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის ხმაური, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების ხსენებას მოჰყვა. თაქთაქიშვილმა სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა. ბესელიამ მას რეგლამენტის დაცვასა და მიკროფონის გამორთვაზე მიუთითა, და მანდატურს, დეპუტატის დარბაზიდან გაყვანა სთხოვა. სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშს განიხილავდნენ.

ამავე კატეგორიაში