უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი

25 აპრილი 2022, 12:30 947 ნახვა

საქართველოში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გლოვობენ. სამოქალაქო პანაშვიდი მათ სახლებში მიმდინარეობს. ზაზა ბიწაძის რუსთავში,  არკადი კასრაძის ერგნეთში, ალეკო ცაავას ჯვარში.

ზაზა ბიწაძეს ხვალ სიონის ეკლესიაში გადაასვენებენ, შემდეგ კი რუსთავის სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ. მესამე დღეა მოქალაქეები, სოფელ ერგნეთში მიაგებენ  პატივს არკადი კასრაძეს. მას ერგნეთის სასაფლაოზე ხვალ დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსეთთან ომში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: ბახვა ჩიქობავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.  მათგან ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება, იგი მარიუპოლში დაიღუპა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი