საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

22 აპრილი 2022, 14:32 962 ნახვა

კანაფის ფისის კონკრეტული ოდენობით მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა - გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ, რაც კანონით მარიხუანას მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება, უსამართლობაა ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება კანაფის ფისის შემთხვევაში.საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. 

შედეგად, კანაფის ფისის სადავოდ გამხდარი ოდენობა აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევდა მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებასა და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი