ახალი საპიკნიკე ზონები

22 აპრილი 2022, 11:00 892 ნახვა

მაღალმთიან აჭარას კიდევ ორი საპიკნიკე ზონა შეემატება. ამჯერად, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო შუახევსა და ქედაში საპიკნიკე ზონების მოწყობას გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები მახუნცეთის მთა ნამხლევსა და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ გაკეთდება.

მსგავსი საპიკნიკე ზონები გასულ  წლებში ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოეწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში