ბონდო თედორაძის საქმის წარმოება შეწყდა

18 აპრილი 2022, 19:47 1336 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ მიზეზად ბონდო თედორაძის წინააღმდეგ  არასაკმარისი მტკიცებულებები დაასახელა.  ბონდო თედორაძე  1-ლ მარტს საპატრულო პოლიციამ აჭარის მთავრობასთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა. ოქმის შემდგენი პოლიციელები მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და წინაამღდეგობის გაწევაში ადანაშაულებდნენ. ბონდო თედორაძის განცხადებით, ის აქციაზე პუტინის გინების გამო დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის წევრი აპირებს გაასაჩივროს ის 48 საათიანი  ვადა, რომელიც მან დაკავების შემდეგ წინასწარდაკავების იზოლატორში გაატარა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში