გასული წლის 5 ივლისის მოვლენებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. სარჩელი მიმართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც ორგანიზაციის მტკიცებით, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები.