აჭარის მთავრობამ კომპანია "იალჩინთან" ხელშეკრულების გაუქმების პროცედურები დაიწყო

16 აპრილი 2022, 18:17 3732 ნახვა

აჭარის მთავრობამ კომპანია "სს ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“ - ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომპანიას 13 318 233 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა აქვს დაკისრებული.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აღნიშნული მშენებლობის გაპროტესტებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაავალა შესაბამის უწყებებს, რომ ''იალჩინის'' მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი