საქართველო უკრაინაში პუტინის ომში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გლოვობს. დღეს ქართველ გმირს დავით მენაბდიშვილს რუსთავში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის პატივის მისაგებად დილიდან სიონის ტაძარში მოქალაქეები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და აქტივისტები მიდიან.49 წლის დავით მენაბდიშვილი რუსულ აგრესიას ხარკოვთან, ქალაქ იზიუმში 21 წლის ნიკა შანავასთან ერთად შეეწირა.
ორივე მეომარი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბატალიონში, კარპატსკი სიჩში ირიცხებოდნენ.
21 წლის ნიკა შანავას დღეს ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.