საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება - ტრენინგი

16 აპრილი 2022, 10:59 956 ნახვა

დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მენტორობით, საქართველოს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთკვირიანი ტრენინგი გაიმართა.

სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების დროს საქართველოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც დანიური მხარე ხელმძღვანელობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში