უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს მოსალოდნელი პროვოკაციის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. შესაძლო პროვოკაციაზე დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერიც საუბრობდა. უკრაინაში მიმავალი დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სურვილით ამბობს უარს.