უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება

15 აპრილი 2022, 14:34 1194 ნახვა

როგორც უკვე მოისმინეთ, მმართველი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას გაასაჯაროვონ თუ არა კითხვარი, მანამდე კი უკვე გადაწყვიტეს, რომ  საპარლამენტო დელეგაციას უკრაინაში  შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს და რომ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში რამდენიმე საათში გაემგზავრრებიან

რაც შეეხება  შემადგენლობას,  "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპელმა სოციალისტებმა" ვიზიტზე უარი საკუთარი სურვილით თქვეს.

დელეგაციაშია 8 დეპუტატი, რომელსაც  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად კიევში მიდის სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი