ქართული დელეგაცია უკრაინაში გამგზავრებისთვის ემზადება. სახელები და გვარები დაზუსტებულია, თუმცა დრო ჯერ არა. ეს იქნება ხვალ, ან 16 აპრილს. პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურ ჯგუფს შეუძლია, თუმცა მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპელი სოციალისტები“ არ უერთდებიან. ისევე როგორც ოპოზიციის უმეტესი ნაწილისთვის, მმართველი გუნდისთვისაც, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მიუღებელია და ქვეყნის ღალატად თვლიან.