მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელს მოუსმინეს. 45 წუთის განმავლობაში ოთარ შამუგიამ სამინისტროს საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც ახალ მინისტრს დეპუტატებმა დაუსვეს კითხვები.