შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან

14 აპრილი 2022, 10:56 697 ნახვა

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა სახელმწიფო მინისტრი.

უწყების ინფორმაციით,  თეა ახვლედიანმა დედაენის დღის დაარსების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება მრავალეთნიკური საზოგადოების გაძლიერების და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის  უმთავრესია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში