ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია

14 აპრილი 2022, 08:53 695 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების გათამაშებაში ნახევარფინალური წყვილები ცნობილია! სახლში 1:0 გამარჯვების შემდეგ „სიტიმ“, რომელმაც ტურნირზე მე-100 შეხვედრა ჩაატარა, ესპანეთში "ატლეტიკოსთან" 113-წუთიან ბრძოლაში სასურველ ფრეს 0:0-ს მიაღწია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

გვარდიოლა მწვრთნელის რანგში მეცხრედ იქნება ნახევარფინალში, რაც რეკორდია. მეორე მატჩში „ლივერპულმა“ „ბენფიკას“ უმასპინძლა. იურგენ კლოპმა გუნდის რამდენიმე ლიდერი დაასვენა, თუმცა გერმანელ სპეციალისტს გაუმართლა და სასურველ შედეგს, ფრეს 3:3 მიაღწია. 

ნახევარფინალებში ინგლისურ-ესპანური დუელები გველის. ნახევარფინალში „ლივერპული“ „ვილიარეალს“ შეხვდება, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ - „რეალს“.

პირველი მატჩები 26 და 27 აპრილს, ხოლო საპასუხოები 3 და 4 მაისს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში