საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

13 აპრილი 2022, 10:48 1329 ნახვა

17-24 აპრილს ისლანდია ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც მეორე დივიზიონის ბე ჯგუფის ნაკრებებს შორის გაიმართება.

ჩემპიონობისთვის მასპინძელი ისლანდიის გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, მექსიკის, ახალი ზელანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდები იასპარეზებენ.

საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში უკვე დაასრულა ორკვირიანი შეკრება და რამდენიმე დღეში ისლანდიაში გაემგზავრება. 18 აპრილს საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

გუნდის ხელმძღვანელობა და ჰოკეისტები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ნაკრები ისლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდება და მეორე დივიზიონის A ჯგუფში აღზევებდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში