წყალბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. საქართველო A ჯგუფში უნგრეთის, ბრაზილიის და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
მსოფლიოს პირველობაზე 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. თითო ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ორ-ორი გუნდი გავა და ასე შედგება მეოთხედფინალური წყვილები.
საქართველოს ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა "FINA"-ს სანქციების შედეგად მოკვეთილი რუსეთი ჩაანაცვლა. მსოფლიოს ჩემპიონატი წყალბურთში 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბუდაპეშტში გაიმართება.
ამ ზაფხულს აგვისტოს თვეში საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატიც ელოდება.
მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები კი ასეთია: