,,კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას”-ეს განცხადება უწყების ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა გააკეთა, რომელმაც დღეს სამინისტროს განვლილი 4 წელი შეაჯამა. მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.