ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში

11 აპრილი 2022, 14:05 675 ნახვა

„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და სეპარატისტული რეჟიმის მიერ რუსეთთან შეერთების შესახებ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი." - უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ბიბილოვი და გაგლოევი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ეგრეთწოდებული რეფერენდუმის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

მაისაია თვლის, რომ ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ სამთავრობო და არასამთავრობო ქსელი გააქტიურდეს და არ დაუშვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პირველი ტურის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თუ რეფერენდუმი  მაინც გაიმართება, ამ თემას მოსკოვი საქართველოსთან სავაჭროდ გამოიყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი