ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში 

11 აპრილი 2022, 10:21 577 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს გმობს საერთაშორისო საზოგადოება. “ე.წ. არჩევნები მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას და გამართული ე.წ. კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ აქვს სამართლებრივი შედეგები - ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას არც პოლონეთი  ცნობს.

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება," – აღნიშნულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გერმანიის საგარეო უწყებაში კი ამბობენ, რომ მტკიცედ დგანან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში.

საქართველოს სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში