ქორეოგრაფები პანდემიის შემდეგ ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას ცდილობენ. მოცეკვავეები დღის განმავლობაში 5 საათს ვარჯიშობენ. ხელოვანებს ყველაზე მეტად მაყურებლის ოვაცია და აპლოდისმენტები მოენატრათ.
სწორედ ამიტომ, 2 წლის შემდეგ ახალი ძალებით ანსამბლი „ ხორუმი“ სცენას უბრუნდება და მაყურებელს დაუვიწყარ წარმოდგენას ჰპირდება.
დასი საგაზაფხულო კონცერტს 12 აპრილს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართავს.