9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო ბათუმის მერმა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე და დარჩება, როგორც გმირობის უდიდესი მაგალითი და თავგანწირვის სიმბოლო.
მასალა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მიაწოდა.