ბასილაშვილის მეტოქე მონტე კარლოში ცნობილია

09 აპრილი 2022, 11:27 911 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის პირველ წრეში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება.

აქამდე ნიკა 30 წლის ბულგარელს ერთჯერ 2017 წელს დაუპირისპირდა და მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

დოჰას ტურნირის ფინალში დამარცხების შემდეგ ბასილაშვილი ზედიზედ 3 ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

მონაკოში ქართველის და ბულგარელის შეხვედრა 10 აპრილს 12 საათზე არის ჩანიშნული.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ დროისთვის მსოფლიოს მე-20 ჩოგნის სტატუსი აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი