ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა - აჭარაში გრძელდება. 6 დან 12 წლამდე მოზარდები უფასოდ მიიღებენ ალერგოლოგის კონსულტაციას, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევას და არაინფექციური ალერგენებით კანის პრიკ ტესტი ჩაუტარდებათ. გარდა ამისა პროგრამის ფარგლებში სისხლის შრატში საერთო იმუნო გლობულინის განსაზღვრა მოხდება.